პრემიერი-ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება

 ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღი, როგორც ყოველთვის, გამოცხადდება ივნისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, განათლების რეფორმა გაგრძელდება.

„ განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო, გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი არ უნდა დაემუქროს. ეს რეფორმა უნდა გაგრძელეს. ეს რეფორმა შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებაზე და სწავლების სხვადასხვა ფორმაზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმირება რჩება მთავრობის პრიორიტეტად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას დამატებითი განმარტებები გააკეთა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. როგორც ჩხენკელმა განაცხადა,  ერთიანი ეროვნული გამოცდები იგივე ფორმატით ჩატარდება, როგორც ეს წინა წლებში იყო.

როგორც წინა წლებში ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში, ჩვენ ივნისში ვაცნობებთ დეტალებს ყველას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით  და წელს ყველას გვექნება უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიცვალოს ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოსკენ გადატანა, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმოადგენლებისგან.

ამ ეტაპზე არც ფორმატის და არც თარიღების ცვლილება არ განიხილება. ცალკე პრეზენაცია გვენქება ივნისშიც, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, სადაც მთელ საზოგადოებას ეცნობება, ყველა დეტალი ეროვნულ გამცოდებთან დაკავშირებით.

 ის, რომ გამოცდების დროს, კარგად იქნება დაცული პროტოკოლი,რომელსაც მოგვაწოდებს,  ჯანდაცვის სფერო, გამოცდების ჩატარების დროს,მაგალითად, არაუმეტეს ათი აბიტურიენტის იქნება ერთ სივრცეში, იქნება მთელი ნუსხა, რომელსაც ჩვენ ივნისში გავაჟღერებთ ,ყველა დეტალს პროტოკოლთან დაკავშირებით, ივნისში უკეთესი სურათი იქნება ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მოხდება დასკვნების გაკეთება.  “-განაცხადა მინისტრმა