ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უმუშევრობის კომპენსაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაახლოებით, 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს განაცხადი 78 000 დასაქმებულის შესახებ. თუმცა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.
შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.