რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს რუსთავში?!

 რუსთავში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები გაახლდა. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით სრულდება.

რუსთავში მიმდინარე რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ,შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსთავში სხვადსხვა ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოების შესრულების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პირობები შეამოწმეს.

 

 

დასრულების ფაზაშია რუსთავის ერთ-ერთი ძველი და ისტორიული უბნის კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია.

 

 

პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა ფასადების რეკონსტრუქცია და გზის საფარის რეაბილიტაცია, შეიცვალა წყალსადენი და სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი. მიმდინარეობს ველო-ბილიკებისა და შუაგამყოფ ზოლზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა.

 

 

მრავალფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურილი პროექტი ადგილზე საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების და სკამების, დეკორატიული კედლების, სხვადასხვა ფორმის ტრამპლინების, ჩოგბურთის მაგიდების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობას ითვალისწინებს.

 

 

მიმდინარეობს  გ.ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები. მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურილი პროექტი ადგილზე საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების და სკამების, დეკორატიული კედლების, სხვადასხვა ფორმის ტრამპლინების, ჩოგბურთის მაგიდების და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხეების მოწყობას ითვალისწინებს.

შიდა ეზოების მოპირკეთების და  შიდა ტორუარების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს დუმბაძის  ქუჩაზე. შიდა ქუჩებს   რეაბილიტაცია უტარდება ასევე წერეთლის ქუჩაზე

ამასთან, მიმდინარეობს ავტოსადგომის მშენებლობის სამუშაოები,მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროკურატურის შენობასთან. ამასთან ცნობილია , რომ პროექტი 4 ეტაპად არის დაყოფილი და ამ დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

 

 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტიდან  46 მილიონი ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე რუსთავის მასშტაბით 30-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობას, მათ შორის 10 მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მათი ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცადებენ, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე პროექტი დაემატება.