რა სიმპტომებით უნდა მივმართოთ 112-ს და რას გულისხმობს კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომები?!(+ვიდეო)

რა სიმპტომებით უნდა მივმართოთ 112-ს და რას გულისხმობს  კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომები- “ღია ეთერის” კითხვებს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა უპასუხა. 

როგორც დავით ბეგაშვილმა აღნიშნა,  პირველი კრიტერიუმი ,რისთვისაც მოქალაქეები 112-ს უნდა დაუკავშირდნენ  ნებისმიერი სახის ცხელებაა, თუმცა მოსახლეობას შეუძლია რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში თვითდინებით შევიდეს. 

” პირველი კრიტერიუმი ეს არის ცხელება, ნებისმიერი წარმომავლობის,როდესაც მოქალაქემ უნდა დარეკოს 112-ზე,თუმცა შეუძლია თვითდინებითაც მოხვდეს ცხელების ცენტრში ,სადაც აუცილებლად მოხდება ამ ადამიანის ანალიზის აღება,შესაბამისი სამედიცინო შეფასების საფუძველზე.

ამასთან,  ნებისმიერი რესპირატორული სინდრომი , რომელიც შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს , მან ოპერატიულად უნდა მიმრთოს 112-ს, სადაც მიიღებს 24 საათიან ამბულატორიულ მომსახურებას, ან გააჩნია რესპირატორული სინდრომის ხანგრძლივობას, შეიძლება ის  დაუყონებლივ  დაექვემდებაროს ცხელების ცენტრში გადაყვანას, სადაც მას აუღებენ ანალიზებს, გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩაუტარდება ტესტი, საიდანაც მივიღებთ კვალიფიციურ ,მაღალი სტანდარტის დასკვნას, მხოლოდ ეს მეთოდი არის აქტიური.

ტესტირება მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ და გამოვრიცხოთ ახალი შემთხვევების წარმოშობა და ასევე ქალაქს ,ქვეყანას მიეცეს საშუალება ეკონომიკური აქტივობის, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ეკონომიკური ზარალი, რაც მოუტანა პანდემიამ მსოფლიოს.”-განაცხადა დავით ბეგაშვილმა

მისივე ცნობით, რუსთავში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 7 ადამიანი იმყოფება. საიდანაც ერთი ადამიანი არის რუსთავში ინფიცირებული პაციენტის კონტაქტი,დანარჩენი პირები კი არიან ის ადამიანები, რომლებიც ცხლეების შედეგად მოხვდნენ ცხელების ცენტრში და მათი პასუხი კოვიდ ინფექციაზე უარყოფითია. 

“დანარჩენი გახლავთ ის ადამიანები ,რომლებიც ცხელების შედეგად მოხვდნენ ცხელების ცენტრში ,მათი პასუხი უარყოფთია ,მაგრამ მყარი პროგნოზის გამო , ისინი მოთავსებული არიან იზოლაციაში და მიმდინარეობს აქტიური დაკვირვება.”-განაცხადა დავით ბეგაშვილმა