რა ფაქტორებით ხელმძღვანელობს სამინისტრო კორონავირუსის ტესტების შეძენისას?!

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამომვლენი ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს.

„ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირირებული ქვეყანაში. რეგისტრაცია არის გარკვეულწილად ფილტრი, რათა ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი, ვიცოდეთ ქვეყანა, ვიცოდეთ ასევე რაიმე, აქამდე ისტორიულად ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

გარადა ამისა, თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანმო,ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში,  გარკვეულწილად სარეკომენდაციო, ანუ სანდო მიმწოდებლების ნუსხას გამოსცემენ.

„რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები ყოველთვის არის და ისედაც ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიურობა როგორც მოგეხსენებათ არცერთის არ არის 100 %, ამ ტესტებს ყველას აქვს თავისი მახასიათებელი. ამდენად, დღეს პროცედურა ძირითადად ემყარება სარწმუნო წყაროების ვერიფიკაციას და იმას, არის თუ არა ქვეყანაში რეგისტრირებული კონკრეტული ტესტი დადგენილი წესით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.