რა შეზღუდვები მოიხსნება ხვალიდან?

ხვალიდან, 18 მაისიდან, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან:

  • მოიხსნება დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
  • გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
  •  აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. 
  • მოიხსნება საკარანტინე შეზღუდვა მარნეულში – რეგიონის მოსახლეობა 23 მარტიდან მკაცრ იზოლაციაში იმყოფება.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

  • ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
  • კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
  • ძალაშია, ასევე, კომენდანტის საათი საღამოს ცხრიდან დილის ექვს საათამდე.