6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები. ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.
ამასთან, ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება. სალონი უნდა ნიავდებოდეს რეგულარულად ღია ფანჯრებით. გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი და ტურის მსვლელობისას სტუმრებთან დაიცვას დისტანცია. ამასთან, თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი.