კორონავირუსის პრევენციის მიზნით, „112“-ის სისტემაში რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრია ჩართული. ცენტრის ექიმები , ქვემო ქართლის მასშტაბით, ცხელ ხაზზე შესულ და მათთან გადმომისამართებულ მოქალაქეებს, 24 საათიან რეჟიმში, სატელეფონო კონსულტაციას უწევენ. როგორც tv4-ს რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან ადამიან განუცხადა, 112-ზე დარეკვით, მოქალაქეებს სატელეფონო ამბულატორიული მომსახურების მიღება შეუძლიათ.
მეორე დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ ტვ4-თან ინტერვიუში , 112-თან თანმშომლობის შედეგზე ისაუბრა – ვირუსთან ბრძოლის გზაზე.
შემოსული სატელეფონო ზარების რეესტრი და ოჯახის ექიმები მოსახლეობას სატელეფონო კონსულტაციებს, პირველი საუბრიდან, მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს , მონიტორინგის მიზნით, უწევენ .
მეორე დიაგნოსტიკურისა და 112-ის თანამშრომლობის მიზანია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია და მოსახლეობისთვის დროული სამედიცინო დახმარების გაწევა.
რუსუდან ადამიას განცხადებით, ხშირია შემთხვევები როდესაც მოქალაქეები 112-ს დახმარების თხოვნით მიმართავენ , რადგან ვირუსისთვის დამახასიათებელი, მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სეზონური ვირუსული დაავადებები ,ახალი კორონავირუსისგან. „ერთი შეხედვით, ახალი კორონავირუსის, ჩვეულებრივი გრიპისა და მარტივი გაციების სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა განსხვავება ნამდვილად არსებობს. სურდო და ყელის ტკივილი არის ზედა სასუნთქი გზების ტიპური ინფექციური სიმპტომები. ვისაც მუდმივად აცემინებს და სურდო აქვს, სავარაუდოდ, გაციება ან ჩვეულებრივი გრიპი აღენიშნება,რადგანაც ახალი კორონავირუსი უფრო ქვედა სასუნთქ გზებს ეხება, ინფიცირებულებს, როგორც წესი, აქვთ მშრალი ხველა, სუნთქვის უკმარისობა ან ფილტვების ანთება, მაგრამ არა- ყელის ტკივილი.“-განაცხადა „ტვ4“-თან რუსუდან ადამიამ.
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, მაყურებელს შეახსენებს –დაწესებულება ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს გეგმიური იმუნიზაციის მხრივ. განვაზოგადებ, რომ ბავშვებს , ვისაც ესაჭიროება გეგმიური იმუნიზაცია , დაწესებულება მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10:00- საათიდან 17:00 საათამდე . გთხოვ მოიყვანოთ ბავშვები , რომ არ ჩაუვარდეთ გეგმიური იმუნიზაცია- განაცხადა მან.
სპეციალისტების განცხადებით, ჯანმოს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წესების გათვალისწინება კიდევ დიდ ხანს მოგვიწევს, რამდენადაც სამყარო COVID-19-თან აგრძელებს თანაცხოვრებას.
ინტერვიუს ნახავთ აქ :