განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ,განათლების მინისტრმა, მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრა და განმარტა,თუ როგორ მოხდება მოსწავლეების შეფასება 2019-2020 სასწავლო წლებისთვის.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლები შეფასებასთან დაკავშირებით ,გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ, ხოლო სამინისტრო მათ ალტერნატიულ გზებს შესთავაზებს .კერძოდ,ახალი მოდელით ,მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.
მინისტრმა სხვადსახვა საფეხურზე შეფასებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. დამატებითი კომენტარები გაკეთდა ასევე , თუ როგორ შეძლებს ,მოსწავლე ქულის ამაღლებას სურვილის შემთხვევაში.
“ცალკე უნდა აღვნიშნოთ მეხუთე კლასელთა სიტუაცია, განმსაზღვრელი შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, შესაბამისად , მათთვის მეორე სემესტრის ექვსი კვირის და დისტანციური სწავლების შესაბამისად მოხდება შეფასება. “-განაცხადა მინისტრმა
რაც შეეხება ქულის ამაღლების საკითხს, განისაზღვრა ვადები, რა დროშიც, შესაძლებელია მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმოამდგენელმა ,სკოლის ადმინსიტრაციას ქულის ამაღლების მიზნით მიმართოს.
ეს არის დავალება,რომელიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, აზროვნებაზე იქნება ორიენტირებული,სადაც მოხდება ინფორმაციის შეჯამება, თითოეულ მოსწავლეს ექნება დრო ,რომ ამ კომლექსურ დავალებაზე დეტალურად იმუშაოს,რომელიც შემდეგ შეფასდება.
მეცხრე კლასის მოსწავლეებს, მათაც ანალოგიური სისტემით შევაფასებთ ,განსხვავება არის თარიღებში, იმ მეცხრე კლასის მოსწავლებ,სრომელსაც არ აკკმაყოფილებთ ნიშანი ,აქაც 16 ივნისიდან 19 -მდე მოსწავლე აფიქსირებს სურვილს , სკოლის ადმინსიტრაცია, 30 ივნისის ჩათვლით მისცემს დავალებას, რომლის საფუძველზეც მოხდება მსოწავლის შეფასება.
რაც შეეხება სხვა მოსწავლებს,რომლესაც სურთ ,რომ აიმაღლონ ქულა 16 -დან 30 ივნისამდე, მიმართავენ სკოლას.განსხვავება მდგომარეობს იმაში,რომ ნიშნის გამოსწორებას 2020-2021 წლის პირველ სასწავლო სემესტრში შეძლებენ,სექტემბერში როცა განახლდება , მათ მთელი სემესტრი ექნებათ, რომ აუჩქარებლად კონცენტრაციით იმუშაონ კოკრეტულ დავალებაზე. ‘-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.