როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება?!

რუსთავში, შარტავას გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ელექტროენერგია გათიშულია. როგორც კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ მიზეზი ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე მომხდარი ავარიული დაზიანებაა.

UPDATE: როგორც კომპანიაში განაცხადეს, ელექტოენერგიის მიწოდების აღდგენა 2 მაისს, დაახლოებით 00:30 წუთზე უნდა მომხდარიყო, თუმცა მოგვიანებით, ელექტროენერგია შარტავასა და მიმდებარე ქუჩების გარდა, კიდევ რამდენიმე უბანს გაეთიშა.

“ენერგო პრო ჯორჯიაში” კი აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის სხვა უბნებზე გათიშვა ტრანსფორმატორზე მომხდარი დაზიანების შეკეთების პროცესის მიმდინარეობის გამო მოხდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ, მალე აღმოიფხვრება და რუსთაველებს ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგებათ.