როდის გაიხსნება ბოლნისის სოფლები: მუშევანი და გეტა ?!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები, მუშევანი და გეტა ისევ დაკეტილი იქნება.

„ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება. როდესაც ყველას გამოვიკვლევთ და ყველას იდენტიფიცირება მოხდება და ინფიცირების ბოლო შემთხვევიდან, ორი 14-დღიანი პერიოდი გავა, ამის შემდეგ შესაძლებელია ამ სოფლების გახსნაზე საუბარი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, განცხადება ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.