რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება.
“ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბაზაზე უცხო სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა იწვევს არა ერთ დასაბუთებულ კითხვას. ეს ბიოუსაფრთხოების მაღალი დონის ლაბორატორია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ არის აშენებული და გამოიყენება მისი ინტერესებისთვის, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების პათოგენების შესასწავლად. ცენტრის ტერიტორიაზე მოქმედებს ამერიკული სახმელეთო სამედიცინო კვლევის დეპარტამენტი.
არსებული ინფორმაციით, ამერიკის სამხედრო უწყება და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს აფინანსებენ, ასევე იხდიან ხარჯებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩათვლით. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, აშშ არ გვაწვდის ინფორმაციას იქ განხორციელებულ ორმაგი დანიშნულების საქმიანობაზე – არც ბიოლოგიური და ტოქსინების აკრძალვის კონვენციის ფარგლებში და არც ორმხრივი არხების საშუალებით.
ჩვენი შეშფოთების საგანი არის ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რა საქმიანობას ეწევა რუსეთის საზღვართან ახლოს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს ფაქტი არ იყოს გათვალისწინებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საუბარია ასეთ მგრძნობიარე ასპექტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.