რუსთაველი სტუდენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

რუსთაველი სტუდენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “ტვ4”-ს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა. 

ქალაქის პირველი პირის ცნობით, განმეორებითი ტესტი “კოვიდ19”-ზე უარყოფითი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსისგან  განიკურნა. 

პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას დღეს დატოვებს.

ინფორმაციისთვის,ამ დროისთვის რუსთავში “კოვიდ19”-ით ინფიცირებული ცხრავე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია