რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში ორ ადამიანს COVID19 არ დაუდასტურდა. ადგილობრივმა მედიკოსებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გუშინ აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. შედეგები დღეს გახდა ცნობილი და არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში განუცხადეს. მედიკოსების ცნობით, პაციენტები ბინაზე უკვე გაეწერნენ.
რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში ამ დროისთვის 4 პირია მოთავსებული. მედიკოსებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში COVID19-ზე გამოსაკვლევად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში კორონავირუსზე 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან კოვიდინფექცია ორ ადამიანს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რუსთავში კორონავირუსის სულ 9 შემთხვევაა დადასტურებული და ყველა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.