რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში გამოკვლეულ 8 ადამიანს COVID19 არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში გამოკვლეულ 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და კოვიდინფექცია არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

როგორც TV4-ს რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ცხელებით კიდევ 2 პაციენტია მოთავსებული. მედიკოსები მათ ბიოლოგიურ ნიმუშს კორონავირუსზე გამოსაკვლევად დღის მეორე ნახევარში აიღებენ.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში მიმართვიანობა შემცირებულია.

რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში COVID19-ზე ჯამში 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ რუსთავში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.