რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხს ოთხი ადამიანი ელოდება

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე  საკუთარი ტესტის პასუხს 4 ადამიანი ელოდება. ადგილობრივმა სპეციალისტებმა ბიოლოგიური ნიმუშები უკვე აიღეს და საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

ცენტრში მოთავსებული ოთხივე პაციენტი რუსთაველია.მათ შორის 2 ჯარისკაცია, ხოლო 2 პირი ცხელების ცენტრში ბინიდან არის გადაყვანილი. ექიმის ცნობით, პაციენტების სიმპტომატიკა მსგავსი მახასიათებლებით არის გამოხატული, მათ საერთო სისუსტე და მომატებული ტემპერატურა უფიქსირდებათ.

ამ დროისთვის პაციენტები კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. რაც შეეხება გუშინ ლუგარში გადაგზავნილი კიდევ ერთი პირის საკვლევ მასალას, შედეგი უკვე ცნობილია და ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს და ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება.