რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის 13 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.
როგორც ცენტრში tv4-ს განუცხადეს, პაციენტების საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და ყველა მათგანის შემთხვევაში “კოვიდ -19″-ზე ტესტი უარყოფითია.
კოვიდის მიმღები ცენტრიდან დღეს გადააგზავნეს ხუთი საკვლევი მასალა,რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ვირუსულ ინფექციაზე ტესტირება 200 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ორი პაციენტის შემთხვევაში დადასტურდა.
მედიკოსების ინფორმაციით,კოვიდინფიცირებული რუსთაველი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უახლოეს დროში ტესტს გამოჯანმრთელებაზე ჩაუტარებენ.