რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც კოვიდის მიმღებ ცენტრში Tv4-ს განუცხადეს,პაციენტების საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაიგზავნა და ტესტის პასუხები “კოვიდ 19″-ზე დღეს გახდა ცნობილი.
პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ჯამში რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე 250-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს.