რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ცხელების სიმპტომით სამი პაციენტია მოთავსებული. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე გამოსაკვლევად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც tv4-ს რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში განუცხადეს ,გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ მოთავსებულა და შესაბამისად, “კოვიდ19”-ზე არავის გამოკვლევა არ მომხდარა.
შეგახსენებთ, ჯამში რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა. რუსთავში სულ კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.