რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე ჯამში 250-მდე პირი გამოიკვლიეს

რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის სამი პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც კოვიდის მიმღებ ცენტრში Tv4-ს განუცხადეს, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გააგზავნეს კიდევ სამი პაციენტის საკვლევი მასალა,რომელთა პასუხები სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

როგორც კოვიდის მიმღები ცენტრის ეპიდმიიოლოგმა, მაია რაზმაძემ tv4-ს განუცხადა, ჯამში კოვიდის მიმღებ ცენტრში  ვირუსულ ინფექციაზე 250 ადამიანი გამოიკვლიეს ,საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ორ პირს დაუდასტურდა. აღნიშნული პირები უკვე გამოჯანმრთელდნენ.

ამასთან, tv4-ის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია კორონავირუსით ინფიცირებული რუსთაველი სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას სუსტი სიმპტომაპიკა აღენიშნება.