რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის ხუთ პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

 რუსთავის კოვიდის მიმღები ცენტრის 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ადგილობრივმა სპეციალისტებმა საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს, პასუხები დღეს გახდა ცნობილი და პაციენტებს ვირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ.

ეპიდემიოლოგების ცნობით, ხუთივე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს გაეწერება და თვითიზოლაციაში გადაინაცვლებს.

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ იმყოფება.

შეგახსენებთ,რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ჯამში 250-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, საიდანაც ვირუსული ინფექცია მხოლოდ ორს დაუდასტურდა. პაციენტები უკვე გამოჯანმრთელდნენ.

რუსთავში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც რვა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.