რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის ცხელებით 3 ადამიანია მოთავსებული. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, გუშინ კლინიკაში საეჭვო სიმპტომით არავინ იყო მოთავსებული. შესაბამისად, კორონავირუსზე ტესტი გუშინ არავის ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც რვა პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.