რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში მყოფ 6 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს 3 პაციენტი ელოდება. პაციენტები ბინიდან სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა გადაიყვანეს. ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს.​ ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც კოვიდის ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ “TV4-ს” განუცხადა, გუშინ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი 6 პირის ტესტის პასუხი კოვიდ19-ზე უკვე ცნობილია და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

ექიმის ცნობით, ამ დრომდე ტესტი კორონავირუსზე 260-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და მათ შორის ვირუსი მხოლოდ 2 შემთხვევაში დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კოვიდ19-ით ინფიცირების სულ 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის 8 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.