რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს 2 პაციენტი ელოდება

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ამ დროისთვის საკუთარი ტესტის პასუხს კოვიდ19-ზე 2 პაციენტი ელოდება. ცენტრის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტებს ტესტი უკვე აუღეს და საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს

პაციენტები რუსთავის მოქალაქეები არიან და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში ბინიდან გადაიყვანეს.

ამასთან კოვიდ19 არ დაუდასტურდა კოვიდის ცენტრში მოთავსებულ 1 პაციენტს, რომლის ტესტიც ვირუსზე გუშინ გადააგზავნეს. პაციენტი უკვე ბინაზე გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში ამ დრომდე კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.