რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ბიუროს ორგანიზებით სოციალური აქცია გაიმართა

 რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატის, პაატა მხეიძის ბიუროსა და ქალაქის სამრეწველო დაწესებულებების ჩართულობით, ახალი კორონავირუსის გამო ,ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რუსთავის მასშტაბით 100-მდე ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა.

ბენეფიციარები, რომლებმაც დახმარება მიიღეს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული სამამულო ომის მონაწილეთა ოჯახები, ომის გმირები და ქალაქის ღვაწლმოსილი პირები არიან.

როგორც რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა ,პაატა მხეიძემ TV4-ს განუცხადა, ეს არის მორიგი სოციალური აქცია პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ და ისერთჯერადი ხასიათის არ იქნება . დეპუტატის თქმით,  სოციალური დახმარების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.