რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატის, პაატა მხეიძის ბიუროსა და ქალაქის სამრეწველო დაწესებულებების ჩართულობით, ახალი კორონავირუსის გამო ,ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რუსთავის მასშტაბით 100-მდე ოჯახს სასურსათო პაკეტი გადაეცა.
ბენეფიციარები, რომლებმაც დახმარება მიიღეს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული სამამულო ომის მონაწილეთა ოჯახები, ომის გმირები და ქალაქის ღვაწლმოსილი პირები არიან.
როგორც რუსთავის მაჟორიტარმა-დეპუტატმა ,პაატა მხეიძემ TV4-ს განუცხადა, ეს არის მორიგი სოციალური აქცია პანდემიასთან ბრძოლის წინააღმდეგ და ისერთჯერადი ხასიათის არ იქნება . დეპუტატის თქმით, სოციალური დახმარების აქციები მომავალშიც გაგრძელდება.