რუსთავის მერი-სტაბილური სიტუაცია გვაქვს ქალაქში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მიდგომაზე(ვიდეო)

 “სტაბილური სიტუაცია გვაქვს ქალაქში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მიდგომაზე, როგორ დაიცავენ წესებს,რეკომენდაციებს, საერთაშორისო ჯანდაცვის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, დიდი იმედი მაქვს,რომ რუსთავის მოსახლეობა ამას შეძლებს ,რომ მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით ყველა რეგულაცია შეასრულოს.”-ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა. 

როგორც ქალაქის პირველმა პირმა აღნიშნა, ყველა არსებული რეკომენდაციების დაცვა, რუსთავში პოზიტიური ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნების წინაპირობა იქნება. 

“დღევანდელი დღიდან ქალაქი გახსნილია, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა,როდესაც კომენდანტის საათი გვაქვს შეზღუდულია. რაც შეეხება რეალობას სტაბილური სიტუაცია გვაქვს ქალაქში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მიდგომაზე, როგორ დაიცავენ წესებს, რეკომენდაციებს, საერთაშორისო, ჯანდაცვის რეკომენდაციებს, დიდი იმედი მაქვს ,რომ რუსთავის მოსახლეობა ამას შეძლებს და მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით ყველა რეგულაციას შეასრულებს. 

ეს იქნება წინაპირობა იმისთვის,რომ ხვალ და ზეგ უფრო მობილიზებული იყოს ქალაქი, გარკვეული გამოცდილებას შეიძინა ქალაქმა ეპიდსიტუაციასთან ბრძოლის კუთხით და ესეც კარგი ფაქტია, მომავალი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით”-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რაც შეეხება რუსთავში ინფიცირების შემთხვევებს,ქალაქის მერის ინფორმაციით, უახლოეს დროში ელოდებიან რუსთაველი სტუდენტის გამოჯნამრთელებას, რომელსაც კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება .

” სტუნდეტის მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით დღე-დღეზე გამოჯანმრთელებას, რაც შეეხება აქტიურ და გარე კონტაქტებს  აბსოლუტურად ყველა ადამიანი ჯანმრთელია. “-განაცხადა რუსთავის მერმა.