რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამოქალაქე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წელი მიულოცა.
ვეტერანებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ და ფულადი დახმარება გაეწიათ. ჯამში 31 რუსთაველს გაეწია დახმარება , მათგან 3 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. სასურსათო კალათების გადანაწილების პროცესში , თავად იყო ჩართული რუსთავის მუნიციპალიტეტის პირველი პირი, ირაკლი ტაბაღუა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განკარგულებით , ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 500 ლარს მიიღებენ.
შესაბამისად , დღეს რუსთაველ ვეტერანებს სასურსათო კალათების გარდა, 500 ლარი გადაეცათ. ფულადი დახმარება მიიღეს, ასევე, დანარჩენმა მათთან გათანაბრებულმა ომის გმირებმაც.
რუსთავის მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა📣რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამოქალაქე, ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წელი მიულოცა✔️ვეტერანებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ და ფულადი დახმარება გაეწიათ✔️რუსთაველ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 500 ლარი გადაეცათ, ფულადი დახმარება მიიღეს, ასევე სხვა მათთან გათანაბრებულმა ომის გმირებმაც
Geplaatst door TV4.ge op Zaterdag 9 mei 2020