სოციალური პროექტები, რომლებიც პანდემიის პირველივე დღეებიდან რუსთავში ამოქმედდა გრძელდება. ქალაქის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის მიხედვით, სოციალურ პროგრამას რუსთავის მერია სამი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, პროდუქტების კალათა, მედიკამენტები და ჩვილ ბავშვთა კვება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერიის ქოლ ცენტრში ყოელდრიურად 8 ოპერატორი მუშაობს და დღე-ღამეში დაახლოებით 500 ბენეფიციარს პასუხობს. ყოველდღიურად, მერიის თანამშრომლები და მოხალისეები დაახლოებით 300 ოჯახს უწევენ მომსახურებას.
პროდუქტის კალათა 18 757 ბენეფიციართან, მედიკამენტები 1200 ბენეფიციართან, ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტი, კი 150 -ზე მეტ ოჯახშია მიტანილი.
ამოქმედბულია კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას გულისხმობს და პირველ ეტაპზე, მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ეს დახმარება, 600-ზე მეტ რუსთაველ ბავშვს უკვე შეეხო.
პროგრამები მერიის სარეზერვო ფონდიდან და კერძო შემოწირულობებიდან ფინანსდება.