ხვალიდან რუსთავში შემოსვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად იხსნება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება და ქალაქი იხსნება.
რუსთავის შემოსასვლელებში არსებულ ოთხივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დაშლის სამუშაოები მიმდინარეობს.სამუშაოებში “რუსთავსერვისცენტრია” ჩართული. პროცესს ქალაქის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა.
შეგახსენებთ,რუსთავი მთავრობის გადაწყვეტილებით,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაიკეტა. რუსთავთან ერთად ჩაიკეტა,თბილისი,ბათუმი და ქუთაისი. საქართველოს მთავრობამ დიდი ქალაქები ეტაპობრივად, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღო.
18 მაისს დაანონსებულია მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადებული, მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც.