რუსთავის საკრებულოს დეპუტატი კორონავირუსისგან განიკურნა

კორონავირუსით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ tv4-ს ინფორმაცია, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა tv4-ს განუცხადა, ელოდებიან საჯარო მოხელის შვილის გამოჯანმრთელებასაც.

შეგახსენებთ,საჯარო მოხელეს COVID-19 ორ აპრილს დაუდასტურდა.  ამავე დღეს ცნობილი გახდა ,რომ ვირუსი დაუდასტურდა მის მამასაც. 

მანამდე, ცნობილი გახდა ,რომ COVID19-ით საჯარო მოხელის დედა დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნებოდა. ჯამში ,ერთი ოჯახიდან კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.  გარდა დეპუტატის შვილისა, ამ დროისთვის ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია. 

ინფორმაციისთვის,საჯარო მოხელის ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში რუსთავში 40-მდე პირი იმყოფებოდა, მათ შორის საკრებულოს ოცამდე დეპუტატი. 

ამასთან,ჯამში რუსთავში კორონავირუსის რვა დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,საიდანაც შვიდი ადამიანი განიკურნა.