რუსთავის საკრებულოზე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების საკითხი განიხილეს

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების დანიშვნის საკითხზე დღეს  რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს , მათ შორის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი 10 მეტრიანი ავტობუსების დანიშვნის საკითხი. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროცესში  ტრასნსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი ჩაერთვება.  

“ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა მოთხოვნა,რომ ჩართულები იყვნენ ტრანსპორტის საკითხებში. ის განცხადება,რომელიც გააკეთა თბილისის მერმა, ძალიან მნიშვნელოვანია, წლებია გვაწუხებს.

 

გაჟღერდა თითქოს, თბილისის მერია ერევა რუსთავის საქმეში, თუ დადებითად იმოქმედებს ეს ჩვენს ქალაქზე, არამარტო თბილისის, არამედ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია ჩაერთოს პროცესში. ჯერჯერობთ არ არის გამოკვეთილი სურათი,მინდა შეგპირდეთ,რომ იქნება ღიაობა, ჩართულობა იქნება მაქსიმალური, იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც რუსთავს წლების განმავლობაში აწუხებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიდეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე,რაც ჩვენს ქალაქს მისცემს საშუალებას ,რომ  გადაადგილდნენ ადამიანები.  “- განაცხადა ლევან ონიანმა tv4-თან.

“ქართული ოცნებას”  არ ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. 

როგორც ალექსანდრე ბერიძემ tv4-ს განუცხადა, თბილისის მერმა,  გადაწყვეტილება მიიღო და ფართო აუდიტორიას, რუსთავის ადგილობირვი თვითმმართველობის ჩართულობის გარეშე გააცნო. მისივე თქმით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაცია არ არსებობს და შესაბამისად, პროექტის განხორციელების ეტაპზეც, ნაკლებია იმის ალბათობა,რომ  ტრანსპორტის შემოყვანის საკითხზე, ქალაქისთვის რეალური პრობლემები და საჭირო ინიციატივები გაჟღერდეს.  როგორც ბერიძემ აღნიშნა, ქალაქში  10 მეტრიანი ავტობუსების გადასაადგილებლად, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ასევე, არ არის მოწყობილი მგზავრთა მოსაცდელები. მისივე თქმით,  გაურკვეველია როგორ მოხდება ტარიფების დადგენა და რეალურად იქნება თუ არა შეღავათიანი მგზავრობის ღირებულება. 

“საკითხი ვერ განვიხილეთ იმიტომ ,რომ ინფორმაციის ნაკლებობა არის, რადგან ეს იყო თბილისის მერის ინიციატივა, ადგილობრივი ხელისუფლება პროცესებში არ ყოფილა ჩართული” -აცხადებს ალექსანდრე ბერიძე.