რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების დანიშვნის საკითხზე დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 15 საკითხი განიხილეს , მათ შორის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი 10 მეტრიანი ავტობუსების დანიშვნის საკითხი.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროცესში ტრასნსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი ჩაერთვება.
გაჟღერდა თითქოს, თბილისის მერია ერევა რუსთავის საქმეში, თუ დადებითად იმოქმედებს ეს ჩვენს ქალაქზე, არამარტო თბილისის, არამედ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს შეუძლია ჩაერთოს პროცესში. ჯერჯერობთ არ არის გამოკვეთილი სურათი,მინდა შეგპირდეთ,რომ იქნება ღიაობა, ჩართულობა იქნება მაქსიმალური, იმ ინტერესიდან გამომდინარე, რაც რუსთავს წლების განმავლობაში აწუხებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიდეთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე,რაც ჩვენს ქალაქს მისცემს საშუალებას ,რომ გადაადგილდნენ ადამიანები. “- განაცხადა ლევან ონიანმა tv4-თან.
“ქართული ოცნებას” არ ეთანხმებიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
“საკითხი ვერ განვიხილეთ იმიტომ ,რომ ინფორმაციის ნაკლებობა არის, რადგან ეს იყო თბილისის მერის ინიციატივა, ადგილობრივი ხელისუფლება პროცესებში არ ყოფილა ჩართული” -აცხადებს ალექსანდრე ბერიძე.