რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე ტესტის პასუხის კიდევ 3 ადამიანი ელოდება. როგორც რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, ადგილობრივმა სპეციალისტებმა პაციენტების ბიოლოგიური ნიმუში უკვე აიღეს და ლუგარის ლაბორატორიაში დღის მეორე ნახევარში გაგზავნიან. ტესტების პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
მანამდე, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ცხელების ცენტრში მოთავსებულ 4 პაციენტს. მათი ტესტების პასუხი COVID19-ზე დღეს გახდა ცნობილი. 4 ადამიანიდან, რომლებსაც კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა 2 ჯარისკაცია, ხოლო 2 პირი ცხელების ცენტრში ბინიდან იქნა გადაყვანილი.