რუსთავის ცხელების ცენტრში 2 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში კორონავირუსზე კიდევ 2 პაციენტის კვლევის პასუხებია ცნობილი- ადგილობრივმა მედიკოსებმა მათი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნეს და კვლევის შედეგად არც ერთ მათგან კოვიდინფექცია არ დაუდგინდა. როგორც TV4-ს რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში განუცხადეს, პაციენტები ბინაზე უკვე გაეწერნენ.

რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში ცხელებით ამ დროისთვის 8 პაციენტია მოთავსებული. ყველამ მათგანის საკვლევი ნიმუში ლუგარში უკვე გადაგზავნილია , პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რუსთავის კოვიდის მიმღებ ცენტრში COVID19-ზე ჯამში 300-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან კოვიდინფექცია 2 ადამიანს დაუდასტურდა.

სულ რუსთავში კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდგინდა და ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.