რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ გზაზე ე.წ გაჩიანის ხიდი დაზიანდა, რის გამოც ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
ხიდის დაზიანება სატვირთო ავტომობილმა გამოიწვია, რომელსაც სასოფლო-სამეორნეო დანიშნულების მძიმე ტექნიკა გადაჰყავდა. ავტომობილი ხიდის ქვეშ ვერ გაეტია და ხიდის ნაწილი ჩამოანგრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.