რუსთავსა და კიევის ქალაქ კრივოი-როგს შორის, დამეგობრების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მეგობრობის შესახებ ოფიციალურ შეთანხმებას, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და კრივოი-როგის მერმა იური ვილკულმა ონლაინ კონფერენციაზე მოაწერეს ხელი.
კონფერენციაზე საუბარი კორონავირუსის გამო ევროპის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს და სამომავლო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ონლაინ კონფერენციაზე კრივოი-როგს, ჟოდინოსა და რუსთავს შორის შემდგომი საერთაშორისო თანამშრომლობის გეგმები და პროექტები განიხილეს.
რუსთავისა და კრივოი-როგის მერებთან ერთად, ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ბელორუსის ქალაქ ჟოდინოს საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე დმიტრი ზაბოლოცკი, პოლონეთის ქალაქ ლუბლინის მერის მოადგილე არტურ სიმჩიკი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კონსულის მოადგილე დონეცკში პეტერ შმალი.