რუსთავში თვითიზოლაციაში 4 ადამიანი იმყოფება

რუსთავში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 4 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

რუსთავში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შეგახსენებთ, მას კორონავირუსი 2 მაისს დაუდგინდა.