რუსთავში ინფიცირებული სტუდენტის მჭიდრო კონტაქტები მკაცრ საკარანტინო პირობებში გადაიყვანეს, ექიმების ცნობით, ამ დროისთვის დაკვირვება მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმეს საეჭვო სიმპტომი ან ტემპერატურული მატება დაუფიქსირდება, ტესტს კიდევ ერთხელ ჩაუტარებენ.
პირველ ეტაპზე ტესტი კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს “PCR” მეთოდით უკვე ჩაუტარდათ და ვირუსუსული ინფექცია არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.დღესვე ცნობილი გაცხდა, რუსთავის ცხელების ცენტრიდან გუშინ გადაგზავნილი ორი საკვლევი მასალის პასუხი. ტესტის პასუხი ორივე პაციენტის შემთხვევაში უარყოფითი აღმოჩნდა. როგორც რუსთავის ცხელების ცენტრში აცხადებენ, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერეს და ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ დროისთვის ცხელების ცენტრში საკუთარ ტესტის პასუხს კორონავირუსზე 8 პირი ელოდება. ყველა მათგანი რუსთაველია.
პაციენტების საკვლევი მასალა ადგილობრივმა სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადააგზავნეს და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.