რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულ სტუდენტს გამოჯანმრთელებაზე განმეორებით ტესტს დღეს ჩაუტარებენ.
როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა tv4-ს განუცხადა, სტუდენტის ტესტმა კორონავირუსზე, პირველ შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო განმეორებით ტესტის პასუხი სავარაუდოდ, უახლოეს დროში გახდება ცნობილი.
დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ დგინდება სტუდენტის ინფიცირების წყარო. ეპიდემიოლოგები ორი პირის გამოკვლევას გეგმავენ,რომლებიც შესაძლოა სტუდენტის იფიცირების წყაროდ მოიაზრებოდეს.







