რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის მოზარდი გამოჯანმრთელდა. რუსთაველი საჯარო მოხელის შვილის განმეორებითმა ტესტმა COVID19-ზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის,ლევან რატიანის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოზარდმა 24 დღის განმავლობაში იმკურნალა და კლინიკიდან დღეს გაეწერა.
ჯამში რუსთავში კორონავირუსის ცხრა დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,საიდანაც რვა ადამიანი განიკურნა,მათ შორის რუსთავის საკრებულოს დეპუტატი.
შეგახსნეებთ, საჯარო მოხელეს COVID-19 ორ აპრილს დაუდასტურდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა ,რომ ვირუსი დაუდასტურდა მის მამას და ორ შვილს.
მანამდე, ცნობილი გახდა ,რომ COVID19-ით საჯარო მოხელის დედა დაინფიცირდა, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთვნებოდა. ჯამში ,ერთი ოჯახიდან კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის,საჯარო მოხელის ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში რუსთავში 40-მდე პირი იმყოფებოდა, მათ შორის საკრებულოს ოცამდე დეპუტატი.