რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტად მიმდინარეობს. მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სამუშაოების შესრულების მონიტორინგის მიზნით, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობას უშუალოდ ეცნობიან და სამუშაოების შესრულების ხარისხს ამოწმებენ.
მხარისა და ქალაქი პირველმა პირებმა, შესაბამის სამსახურებთან ერთად ,კოსტავას გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ,წერეთლისა და დუმბაძის ქუჩებზე მიმდინარე პროექტები ადგილზე დაათვალიერეს.
tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მთავრობის წევრები მოინახულებენ ლეონიძის სკვერის კეთილმოყწობის სამუშაოებს და ავტოსადგომს.