რუსთავის გახსნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის განცხადებით,დაწესებულმა შეზღუდვებმა ქალაქში ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის შესაძლებლობა გააჩინა , ხოლო გახსნის გადაწყვეტილების მიღება რისკჯგუფების გათვალისწინების და შეფასების შედეგად მოხდა.
ირაკლი ტაბაღუამ ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე ქალაქის მასშტაბით პირველადი დახმარების სახით 11 500 ადამიანს სასურსათო კალათა გადაეცა, ხოლო მედიკამენტური დახმარების პროგრამით 650-მდე ადამიანმა ისარგებლა.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დასახმარებლად სახსრები მერიის სარეზერვო ფონდიდან და ბიზნესისგან მიღებული შემოწირულობებით მობილიზდა.