ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და პარტია “ქართლი ოცნების” ჩართულობით , რუსთავში ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქცია გამართეს.
ღონისძიებაში დღეს მუნიციპალიტეტის პირველი პირები და პარტია “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა TV4-თან განაცხადეს, მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა აიღოს და სისხლის დონაციით დაეხმაროს მას, ვისთვისაც ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სისხლის ბანკის წარმომადგენელის ლაშა გოგოლაძის განცხადებით, COVID 19-ით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სისხლის დეფიციტი შეიქმნა , რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია.
ამასთან,მისი ინფორმაციით, ყოველი დონორის მიერ გაღებულ სისხლს მინიმუმ 3 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ დონორებს ტრანსპორტით გადაადგილებასა და კვების ხარჯებს ,გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით, სისხლის ბანკი უზრუნველყოფს.