რუსთავში, მე-16 მიკრორაიონში ღია ტიპის საბითუმო სავაჭრო აგრარული ბაზარი დღეს, 1 მაისს, გაიხსნა. ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობდნენ, რათა ბაზრის გახსნის ნებართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო რეკომენდაცია ყოფილიყო დაცული.
საბითუმო ღია აგაგრულ ბაზარში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებოდნენ და არსებული მოთხოვნების შესრულების ხარისხი შეამოწმეს.
შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ღია აგრარულ ბაზარში ყველა საჭირო მოთხვნა და სტანდარტი ამ დროისათვის დაკმაყოფილებულია. მისი თქმით, ადგილზე დაცულია დისტანცია, ხოლო იქ მყოფ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საბითუმო აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი უმთავრესი მოთხოვნა ბაზრის გახსნა იყო. ამასთანავე მოვაჭრეები რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტს პროდუქტების შესაძენად სხვა ქალაქებსა და რეგიონებში გადააგილებისთვის სპეციალური საშვის მოთხოვნით მიმართავდნენ.
გუშინ საშვის გაცემისა და ლიცენზიის საკითხზე “TV4-თან” კომენტარი გააკეთა შოთა რეხვიაშვილმა და აღნიშნა, რომ დისტრიბუცია ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მარნეულსა და ბოლნისში, ნებადართულია.
რუსთავში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა📢 რუსთავში ღია ტიპის აგრარული ბაზარი გაიხსნა📢 ადგილზე ვითარებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ📢 რა განცხადებები კეთდება პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით?!
Geplaatst door TV4.ge op Vrijdag 1 mei 2020