რუსთავში ჰაერის მართვის გეგმის პროექტი დასრულების ეტაპზეა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ “ტვ4”-ს განუცხადა.
ქალაქის მერის თქმით, გეგმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში კი ჰაერის ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების მიზნით, კონკრეტული უწყებებისა და კერძო საწარმოების ვალდებულებები იქნება გაწერილი.
პირველ ეტაპზე ეს გეგმა არის ორწლიანი და მე ვიმედოვნებ ეს მართვის გეგმა უფრო გრძელვადიანი იქნება. კონკრეტულად ამ ქეისებით გაწერილი ვალდებულებები დამტკიცდება საკრებულოს მიერ და ეს იქნება სამუშაო დოკუმენტი. ჩვენ ოფიციალურად გვინდა რომ ამ საკითხში ჩაერთოს მოსახლეობის დიდი ნაწილიც”,-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა და ჰაერის მართვის გეგმის უკვე 80-85% მზად არის.
“ფაქტობრივად პროექტი დაახლოებით 80-85% უკვე მზად არის და ის შენიშვნები, რაც მისაღები იქნება ამ გეგმისა და სტრატეგიის სწორად შემუშავებაში ეს ნიუანსები იქნება დამატებით გათვალისწინებულია“,-აღნიშნა ქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამიანისტროს ჩართულობით, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელთა შორის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რუსთაველი აქტივისტებიც არიან.