საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

აჭარაში, ბათუმი-ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ შედეგად არავინ დაშავებულა, ამჟამად კი გზა იწმინდება. საავტომობილო გზა ჩაკეტილია და მოძრაობაც დროებით შეზღუდულია. 

 

 

 

ფოტო: ფორმულა