საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მუშა დაშავდა

უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე ,რომელსაც კომპანია „ჩაინა როუდ ენდ ბრიჯ კორპორეიშენი“ ასრულებს, ბულდოზერის ოპერატორი დაშავდა.

დაშავებულ პირს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად კომპანია დაფარავს.

მომხდართან დაკავშირებით,შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.