“საგანგებო ზომები და შეზღუდვები მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ უნდა ჩაანავლოს”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საგანგებო ზომები და შეზღუდვები თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ უნდა ჩაანაცვლოს.

“მე ვიტყოდი, რომ თვითცენზურა უნდა შევინარჩუნოთ. ის, რაც აქამდე აკრძალული იყო და ამიტომ ვერ ვაკეთებდით, ახლა აკრძალვის გარეშე, საკუთარი შეგნების გამო არ უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სხვა საქმეა, როცა გიკრძალავენ, რომ 21:00 საათის მერე გარეთ არ უნდა გამოხვიდე. ეს ერთგვარად დამთრგუნველია, იქნებ საქმე გაქვს და გამოდიხარ, მაგრამ როცა აღარ გიკრძალავენ 21:00 საათის შემდეგ გამოსვლას, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ გვჭირდება თუ არ გვჭირდება, მაინც გამოვიდეთ.

საგანგებო ზომები და შეზღუდვები უნდა ჩაანაცვლოს თვითშეგნებამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ. ხომ გამოგვიმუშავდა უკვე? მაგალითად, 2 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სუპერმარკეტში ან აფთიაქში დისტანცია დამეცვა და ისე შევსულიყავი. ახლა კი ვიცავთ ამ დისტანციას. აი, ეს უნდა გამოვიმუშაოთ და ეს უნდა შევასრულოთ იძულებითი ზომების და სამთავრობო გადაწყვეტილებების გარეშე,“ – განაცხადა ცერცვაძემ.