საგარეო უწყება – ბოლო მონაცემებით, სამშობლოში 11 235 ადამიანი დაბრუნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 20 538 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, ორგანიზებულად დაბრუნდა 11 235 მოქალაქე.

უწყების ცნობით, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

18 მაისი – ლარნაკა-თბილისი;

20 მაისი – ათენი-თბილისი;

22 მაისი – რომი-თბილისი.